Saturday, December 20, 2008

ეკოლოგთა კლუბი

საცდელი პროექტი: ეკოლოგთა კლუბი

1.საცდელი პროექტის სახელი: ეკოლოგთა კლუბი
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შექმნიან კლუბს,რომელშიც გაერთიანდებიან,მასწავლებლები და მშობლები, ასევე სხვა სკოლების წარმომადგენლები გარემოს დაცვის მიზნით.
3.პროექტის სრული აღწერა: კლუბის მიზანი იქნება მოსწავლეთა ეკოლოგიური კულტურის აღზრდა, ბუნების დაცვის პროპაგანდა, ბუნებისაღდგენითი პრაქტიკული საქმიანობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება,სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავება. კლუბი ორგანიზებას გაუკეთებს სხვადასხვა ღონისძიებებს: დედამიწის დღის აღნიშვნა.
სკოლის უმცროსკლასელების მიზნობრივი გასეირნება ბუნებაში
მოაწყობენ ფიტულების, ჰერბარიუმების გამოფენას. მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით შეიმუშავებენ ეკოლოგთა კლუბის წესდებას
და ლოგოს.
4.მონაწილეთა ასაკი: 12-16 წელი
5.ვადები, ხანგრძლივობა; 2009 წელი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
უხელმძღვანელებენ, რომ ყველა კლასში გაკეთდეს ეკოლოგიური კუთხე, სადაც გაკეთდება მოსწავლეთა თვითშემოქმედების გამოფენა (ნახატების.წერილების ა.შ) რომელიც ბუნების დაცვის პროპაგანდის თემაზე იქნება.
კონკურსის წესით გამოვლინდება კლასებში საუკეთესო კუთხეები.
კლუბის წევრები კლასებში შეამოწმებენ სისუფთავეს და მცენარეების არსებობას.
7მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები ითანამშრომლებენ თავიანთ თანატოლებთან, კლუბის წევრები შეიკრიბებიან კვირაში რამდენჯერმე, რათა დასახონ მომავალი კვირის მუშაობის ამოცანები.
მოსწავლეები გააკეთებენ სასკოლო პრეზენტაციებს მცენარეებზე,ცხოველებზე,ბუნებრივ მოვლენებზე და სხვ.
მოეწყობა შაბათობები.
8. სარგებელი სხვებისთვის:
ამ პროექტით მოსწავლეებს სურთ მოკრძალებული წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემის გადაჭრაში,სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოუარონ და იზრუნონ რაიონის დაბინძურების წინააღმდეგ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10 საგნებთან კავშირი: სახვითი ხელოვნება(ნამუშევრების შექმნა ბუნების დაცვაზე)
ბიოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,საინფორმაციო ტექნოლოგიები(დოკუმენტების აკრეფა ტექსტურ რედაქტორში,ბლოგზე განთავსება)
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ჯერჯერობით არავინ
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ეკა ენუქიძე,ანა შუკაკიძე,ნინო ჭიტაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა www.eenukidze@gmail.com,
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http/wwwekologia.blogspot.com